მამუკა ხაზარაძე – გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცას რაღაც ღირსება შერჩებოდა – საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, საქართველომ დაიწყო

გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცას რაღაც ღირსება შერჩებოდა. ვინმეს კი არ ვამართლებ… საქართველო სად იქნება ბოლოს? საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ განაცხადა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნა ემსახურება ქართველი ხალხის გაჭირვების გადაფარვას.
„დღეს საკითხის გადატანა ადგილობრივ არჩევნებზე არის ივანიშვილის სცენარი. გთხოვთ, მედიას, არ აჰყვეთ. შემდეგ დაიწყება, აბა, კანდიდატი ვინ იქნება, ვინ გაიმარჯვებს. როგორც ამ კომისიის შექმნა. ამ კომისიის შექმნა ემსახურება ქართველი ხალხის გაჭირვების გადაფარვას, სოციალური გაჭირვების გადაფარვას. იმდენი ახალგაზრდა გავიდა ქვეყნიდან, რომ დემოგრაფიულ მინუსში ვართ. ასეთი ბიძინას ფანჩატურებია საჭირო… მოდით, ვთქვათ, 14 წლის შემდეგ, რას იხილავს დღეს „ქართული ოცნება“ – ეს არის რუსული დავალება, საბოლოო ჯამში ითქვას, რომ საქართველომ დაიწყო ომი ს წინააღმდეგ. აქ მიდის ეს ყველაფერი.
გუშინ ვუსმენდი ადამიანებს, მეგონა ვიღაცასაც რაღაც ღირსება შერჩებოდა. ვინმეს კი არ ვამართლებ. საქართველო სად იქნება ბოლოს? საქართველოს პოზიცია სად იქნება, თუ ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურმა კომისიამ ბოლოს თქვა, რომ თურმე საქართველომ ვერ აიცილა ომი, საქართველომ დაიწყო. აქეთ მიდის ეს ყველაფერი, ეს ვის ახარებს? – რუსეთს“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთში მეგობრები არ დაგვიტოვა.
„ქვეყანა დატოვეს ობლად რუსეთის პირისპირ. ნარატივი: „ომი გინდათ?“ და ასე შემდეგ. არასდროს არ მითქვამს ჩინური ინვესტიციების საპირისპირო, ან რუსეთის ბაზარი ვინმემ დაკარგოს. აქ საუბარია, რომ შენ უნდა გყავდეს ძლიერი დასავლური პარტნიორები, რათა მოლაპარაკების მაგიდაზე, რუსეთი იქნება თუ სხვა სახელმწიფო, ძლიერად იყო წარმოდგენილი. როდესაც აფხაზეთზე იქნება საუბარი, რუსეთის გარეშე ეს არ მოხდება, მაგრამ თუ ანაკლია არ ააშენე ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით, მათთან ერთად არ შექმენი სპეციალური გარემო, ამის შემდეგ არ დაიწყე აფხაზეთზე საუბარი, მაშინ დუგინის სიტყვები არის გამართლებული, დუგინმა თქვა, რომ საქართველო მთავრობა არის ზუსტად ის, რაც ანაცვლებს ტანკებს, რომლითაც ვფიქრობდით საქართველოს დაპყრობასო“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც