მამუკა ხაზარაძე – გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს

ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა და საუბარი გრძელდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ახლა მთავარია, რომ მათ ქართველ ხალხს აჩვენონ, რომ იდეის გარშემო და საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.
„მათთან [„ძლიერი საქართველოს“ წევრებთან] შეთანხმების გარეშე, მე ნაბიჯს არ გადავდგამ. წინააღმდეგი არავინ არის კოოპერაციაზე. ჩვენ ბატონ გიორგის შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში და ამ კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. საუბარი არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მიდგომისთვის. არ არის ეს მარტივი. რასაც მინდა, მივაღწიო არის ის, რომ არჩევნებამდე ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ გამოიყურება კოალიცია და ვის რა ზომა-წონა აქვს, გამოიყურება ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის და იდეის გარშემო, საქართველოს ინტერესებისთვის შესაძლებელია გაერთიანება.
კონსულტაციები გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრეზიდენტთან მუდმივი კომუნიკაცია და როცა დაინიშნება ახალი შეხვედრა, შევხვდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება