მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი „ფეისბუქზე“ წერს.
ხაზარაძე გახარიას პარტიის ქმედებას შეგნებულ თავდასხმას უწოდებს.
„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ.
მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით… ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“,- წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, გუშინ, მას შემდე, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს