მამუკა ხაზარაძე – განათლების მინისტრი გაიქცა – მივმართავ პედაგოგებს, ნუ დაშინდებით!

განათლების მინისტრი გაიქცა, პასუხისმგებლობას გაექცა, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადადგომას.
ხაზარაძე პედაგოგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ შეეშინდეთ.
„ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებაზე და განათლების სერიოზულ რეფორმაზე დგას, თუმცა, განათლების რეფორმას ვერცერთი პედაგოგი და მასწავლებელი ვერ ჩაატარებს, რომელიც ადმინისტრაციული და პოლიტიკური წნეხის ქვეშაა. მომავალი თაობა არ შეიძლება თავისუფლების გარეშე გაზარდო. თითოეული პედაგოგი თავისუფლების მაგალითი უნდა იყოს. მინდა ყველა პედაგოგს მივმართო, ნუ დაშინდებით! ვერავინ დაგაშინებთ! გამოდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია! „ქართულ ოცნებას“ და „რუსულ ოცნებას“ წაგებული აქვს იმიტომ, რომ ისინი ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს არ ემსახურებიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ – N 9 ნებისმიერი პედაგოგის გვერდით ვიქნებით და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, რადგან ეს თავისუფალი ხალხის ქვეყანაა. რაც შეეხება „ილიაუნის“, უნივერსიტეტზე თავდასხმის გამო, სოლიდარობა მინდა პედაგოგებს, მასწავლებლებს და განსაკუთრებით სტუდენტებს გამოვუცხადო. ვერავინ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სამართალი და სიმართლე არის იმ მხარეს, სადაც არის ძლიერი საქართველო და, სადაც არის ის პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა გახდეს იმ დიდი გაერთიანების ნაწილი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – კახელი ადამიანი ალბათ, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა – 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა

ბიძინა ივანიშვილი – უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!

ბიძინა ივანიშვილი – მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი – პირობას გაძლევთ, ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა