მამუკა ხაზარაძე – ბრძოლა იქნება ბოლომდე – დამიჭერენ? – ბრძოლას გავაგრძელებ! – შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს, ე.წ. მორიგებაზეც მივედი და აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც

გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ – დამიჭერენ? – კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ!, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ კოალიციის ოფისში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არც ქვეყნის დატოვების ბილეთი აქვს აღებული და არც ცდილობს, რომ ვინმეს რაიმე შეეხვეწოს.
„აქ პიროვნული ამბავი არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ.
რაც შეეხება პარტიის ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის მშენებლობა ჩვენ დავიწყეთ Zoom-ით იმიტომ, რომ პანდემია დაემთხვა. მერე ამ მშენებლობას დაემთხვა ჩვენი 4-წლიანი სასამართლოში სიარული, მაგრამ მაინც მოვახერხეთ, რომ ნულიდან ერთ-ერთი მძლავრი პარტია შევქმენით, რომელსაც ადამიანები ახლაც ემატებიან…
ჩვენ თუ დაგვაპატიმრეს გაძლებს თუ არა პარტია უჩვენოდ? – კი, 1000%-ით გაძლებს, იმიტომ, რომ ეს არის უკვე პარტია, რომელიც იდეის გარშემოა შეკრებილი და დაფინანსება მეორეხარისხოვანია.
ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა – სად უნდა იყო, მე აქ ვდგავარ. დამიჭერენ? – კი ბატონო, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებ! ნებისმიერ დროს შემეძლო გავრიგებოდი ბიძინა ივანიშვილს ან თავი დამეხარა, ან მის სახელმწიფო რეკეტს დავმორჩილებოდი და რაღაცა პატივი მეცა – როგორც მან ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რომ ჩხარტიშვილმა პატივი მცა და ხაზარაძემ პატივი არ მცა. იქ ფულზე იყო საუბარი, ბოდიში, მაგრამ რომლის „ახევაც“ უნდოდათ ქურდული კანონებით, როცა მე შევცდი და მივედი ე.წ. ვითომ მორიგებაზე, მაგრამ მივედი და თურმე აღმოვჩნდი ქურდულ გარჩევაზე, სადაც იყო მოსამართლეც, „ქურდიც“, პროკურორიც და გენერალური პროკურორი გვერდით ეჯდა. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ამბავში მოვყვებოდი. კიდევ კარგი გენერალური პროკურორი, შოთაძე იჯდა, რომელმაც თქვა, რომ აქ იურიდიულად ვერაფერს ვერ ვხედავო და იქ მოკვდა ეს კონცერტი… ეს [ბიძინა ივანიშვილი] არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს, ამას წყალი არ გაუვა.
ჩემი საქართველოში ყოფნა, ქვეყნის არ დატოვება და ამ სისტემასთან ბრძოლა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიუთითებს, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, შეგნებულად მივდივარ სასამართლოში, არც ბილეთი მაქვს აღებული და არც რამეს ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაც შევეხვეწო.
მე ძალიან თავმდაბლად ვიტყვი, რომ ჩემი თავი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად არ მიმაჩნია, რომ ჩემმა დაკავებამ რაღაც მღელვარება გამოიწვიოს, მაგრამ კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, რომ არ შეიძლება შეეგუო იმას, რაც არ არის შესაგუებელი და არ შეიძლება ფარ-ხმალი დატოვო… ბრძოლა იქნება ბოლომდე – გარეთ, შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ ქვეყნის შემოტრიალებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

არჩილ გორდულაძე – გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა – ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ