“ლელოს” თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება – მამუკა ხაზარაძე ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ხაზარაძემ ბრიუსელში მყოფ ქართველებს ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით “ლელოს” ხედვები გააცნო.
ემიგრანტებმა კი საქართველოში არსებულ მთავარ პრობლემად უმუშევრობა და სიღარიბე დაასახელეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავენ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ იცვლება.
“გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ 300-იანთა კლუბი, როგორიც გაკეთდა ირლანდიაში თავის დროზე. ირლანდია ჩვენნაირი ზომის ქვეყანაა და 30 წლის წინათ იყო აბსოლუტურად ჩვენნაირ მდგომარეობაში. დღეს არის მეორე ეკონომიკა ევროკავშირში, ლუქსემბურგის მერე, ყველა მონაცემებით. ემიგრაციისთვის ხმების და საარჩევნო ყუთების მიცემა, ეს არის უცილობელი მარცხი “ქართული ოცნების.” ამიტომ, ყველაზე უფრო “ქართულ ოცნებას” ეშინია, რომ ემიგრაცია არ ჩართოს პროცესში,” – ამბობს ხაზარაძე.