მამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილო, რა გინდა, ამიხსენი, ყველა თავისუფალი მოქალაქე გამოვიდეს და შენს ჭკუაზე იაროს? არ გამოვა ეს ამბავი – გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაცას აპირებთ, საშუალებას არ მოგცემთ!

პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება, გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებთ რაღაცას, ამის საშუალებას არ მოგცემთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ პირდაპირ ეთერში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ს მისამართით განაცხადა.
ხაზარაძემ ივანიშვილს ეკრანიდან მიმართა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდების თავისუფლებას ვერავინ გააკონტროლებს.
“ბიძინა ივანიშვილო, რისი მიღწევა გინდა, ესენი ჩვენი შვილები არ არიან? ეს ახალგაზრდობა, რომელსაც დასდევ შენი კრიმინალებით, პოლიციელების ფორმა რომ ჩააცვი, ვინმე გინდა, რომ დაასახიჩრო? რას ითხოვს ეს ხალხი, ეს ახალგაზრდობა რას ითხოვს? – წართმეული ს თავიდან ჩატარებას, ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას, იმ პერსპექტივას, რომელიც წაართვი, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, რომელიც გადაკეტე და ითხოვს იმას, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი და არ იყოს ს მონა. და შენ რა გინდა, ამიხსენი, რომ ეს ყველა თავისუფალი მოქალაქე გამოვიდეს და შენს ჭკუაზე იაროს? არ გამოვა ეს ამბავი, არც გამოსულა არასდროს, ამ თავისუფლებას ვერ გააკონტროლებ!
ბრძოლა იქნება ბოლომდე მშვიდობიანი და პროვოკაციების დაგეგმვას შეეშვით, ეს ხალხი პროვოკაციას არ აჰყვება, გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებთ რაღაცას, ამის საშუალებას არ მოგცემთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.