მამუკა ხაზარაძე – ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე, არმოსული ამბავია

ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ხაზარაძე წერს, ფონდების დახურვის მიზეზი ს შიშია, რომელიც “მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ”.
“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის.
ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.
ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის – ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.
ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!
პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის.
ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე – არმოსული ამბავია!” , – წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის