– „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა – ოპოზიციას აერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და რუსული რეჟიმის გასტუმრება – რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება, რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა.
„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს – “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.
რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“,- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო