მამუკა ხაზარაძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა

აშშ-სა და ს შორის ხელი მოეწერა იშვიათი მინერალების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი, ორმხრივად მომგებიანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასაც აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი, ხოლო საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი და სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.
„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, ს მიერ წამოწყებული სასტიკი ომის ფონზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრალურ აზიას აქვს იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი. საქართველო ცალსახად არის ამ რესურსების კრიტიკული სატრანზიტო კვანძი, რომელიც აკავშირებს მათ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან შავი ზღვის გავლით. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობის.
სამწუხაროდ, ს პრორუსულმა, პროჩინურმა რეჟიმმა პროექტი შეაჩერა და უკანონოდ ჩამოართვა ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს. აუცილებელია, ეს უსამართლობა გამოვასწოროთ, განვაახლოთ პორტის მშენებლობა და კიდევ ერთხელ გამოვკვეთოთ საქართველოს, როგორც დასავლეთის საიმედო პარტნიორისა და გეოსტრატეგიული მოკავშირის როლი”, – წერს მამუკა ხაზარაძე.