მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.
მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ორივე ბრალდებულს მილიონ-მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
პროკურატურის განმარტებით, გირაო უზრუნველყოფს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის ფორმალურ საფუძვლებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ „ლელოს“ ლიდერების უფლებადამცველები, ისინი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
ამავე სხდომაზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც იმსჯელა და 25 დეკემბერს, 13:00 საათზე დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს