მამუკა ხაზარაძემ დისტრიბუციის თანამშრომლებს 200 000 სამუშაო ადგილის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ გეგმა გააცნო

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია „მეგაკოს“ თანამშრომლებს შეხვდა.
„ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა „ძლიერი საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამა იყო, რომელიც 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„მამუკა ხაზარაძემ დისტრიბუციის თანამშრომლებთან შეხვედრისას ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ, საქართველოს ბევრად ძლიერი ეკონომიკა ექნება მეტი სამუშაო ადგილით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.