მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

ქართველ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ.
მამუკა ჩარკვიანს 14:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ცნობისთვის, ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამუკა ჩარკვიანს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – წლის საუკეთესო სიმღერა – სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული, “აპრილი” და “დედის ჯერი”. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს