მამუკა ყურაშვილი – უკრაინაში საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება და ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო ჭანია, ამ გამარჯვებას დააჩქარებს

უკრაინაში საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება და ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო ჭანია, ამ გამარჯვებას დააჩქარებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომელიც უკრაინაში დაღუპულ თენგიზ ჭანიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
პარტიის ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანი მამუკა ყურაშვილი და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა უკრაინაში გმირულად დაღუპულ თენგიზ ჭანიას დაკრძალვაზე იმყოფებიან.
„ის რაც უკრაინაში ხდება, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი გამარჯვების სიმბოლო ფაშისტური ძალების წინააღმდეგ. ის შეეწირა სპეციალურ ტერორისტულ ოპერაციას, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და საბოლოო გამარჯვება აუცილებლად დადგება. ისეთი გმირები, როგორიც იყო თენგო, ამ გამარჯვებას დააჩქარებს“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა
ზაზა გოგავას განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან გმირებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დაფასება არ აქვთ.
„თენგიზ ჭანიას მსგავს გმირებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ სათანადო დაფასება, მხოლოდ სამხედრო წესით დასაფლავება არ არის საკმარისი. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი გმირები და ასეთი გმირების ოჯახები იმსახურებენ გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ