მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული, ხოლო მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო “სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი”

მამუკა ყურაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული, ხოლო მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო “სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი”
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა მოეწვიათ თემურ იაკობაშვილი, უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში, ცხინვალში და ჩაენიშნათ აუცილებლად [სხდომა], – განაცხადა 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს განიხილავს. კომისიის მდივანი, სოზარ სუბარი დაინტერესდა, რამდენად ხშირად დადიოდა კონფლიქტის ზონაში თემურ იაკობაშვილი, რომელიც იმ დროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
როგორც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, იაკობაშვილი სულ ერთხელ იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის მინისტრის პოსტზე მუშაობდა. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომლის მოვალეობა იყო, იქ ყოფილიყო დღე და ღამე, ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში, თუმცა, კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, “ესკაკა”, “ისკაკა” და არავითარი “ესკაკა” არ იქნებაო. რამდენად დამაზიანებელი იყო, თქვენი აზრით ეს განცხადება?” – მიმართა სუბარმა ყურაშვილს, რომლის შეფასებითაც, იაკობაშვილის განცხადება “სამარცხვინო, კატასტროფული, დამაზიანებელი იყო. აბუჩად აგდების ტონს ატარებს და ყოვლად მიუღებელია.” აქვე, მამუკა ყურაშვილმა განმარტა, რომ “ეს კა კა” არის საკონტროლო ფორმატის კომისია, რომელიც არის მოსკოვისა და დაგომისის ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილი სადაც მხარეებს გამოყოფილი ჰყავთ თანათავმჯდომარეები და “ის არის უზენაესი საბუთი, რომელიც ადგილზე მიიღება, მათ გარეშე კი წარმოუდგენელია მოქმედება.”
Next: გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

ასევე დაგაინტერესებთ

[საგამოძიებო] კომისიის გაშავების მიზნით საუბარი იმაზე, რომ ის ახდენს ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და არა მაშინდელი მთავრობის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვლევას, არის აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუე