მამუკა მდინარაძის გამანადგურებელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას თუ თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგნენ და გავიდნენ,

„ამ წუთებში პარლამენტში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას, მ ოპოზიციას შანსი აღარ დაუტოვა, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.
როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, პირდაპირ ეთერში, მთელმა მსოფლიომ დაინახა.
მისივე შეფასებით, „ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.“
„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა – ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე, ამ წუთებში, პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით. ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თუ თავმოყვარეობა აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სიმართლე დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნის ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები