-26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა, გადავრჩებით თუ არა, საკუთარ ქვეყანას არავის დავუთმობთ და საქართველო იქნება გამარჯვებული

ჩვენ რა უნდა გვექნა თქვენ რომ ასეთი მაგრები არ ყოფილიყავით, თქვენ, რომ ასე მაგრად არ დაგვდგომოდით გვერდში იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და კიდევ გავიმარჯვებთ. სხვანაირად გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ და არც არავის შევეცილებით, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.
მამუკა მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბერი გადამწყვეტი ბრძოლაა.
„26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად