მამუკა მდინარაძე -26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა, გადავრჩებით თუ არა, საკუთარ ქვეყანას არავის დავუთმობთ და საქართველო იქნება გამარჯვებული

ჩვენ რა უნდა გვექნა თქვენ რომ ასეთი მაგრები არ ყოფილიყავით, თქვენ, რომ ასე მაგრად არ დაგვდგომოდით გვერდში იმ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც რამდენიმე ეტაპი მოვიგეთ, გავიმარჯვეთ და კიდევ გავიმარჯვებთ. სხვანაირად გამორიცხულია იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს სამშობლოს არავის დავუთმობთ და არც არავის შევეცილებით, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.
მამუკა მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბერი გადამწყვეტი ბრძოლაა.
„26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ თუ არა, და ფიზიკურად და სულიერად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავრჩებით თუ არა, არ დავუთმობთ არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში