მამუკა მდინარაძე – ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი – მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი , – ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა კარგად გათვალეს“.
“ეგზიტპოლის შედეგებშიც კი არ ჩანდა იმიტომ, რომ ვიღაცებს რცხვენოდათ “ქართული ოცნების” ხმების პარაზიტის გამხელა, რომ მას უჭერდნენ მხარს. შეიძლება მონაცემები ოდნავ შეიცვალოს. დასანანია, რადგან მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა. ის 8% გადაუნაწილებელი რომ ყოფილიყო, ჩვენ თავისუფლად ვახერხებდით ამას. როგორც ჩანს, აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს. თუ გახარიას პარტია მოახერხებდა პარაზიტობას “ქართული ოცნების” ხმებზე, მაშინ 100 – მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა, სამწუხაროდ, ეს მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და “ქართულმა ოცნებამ” და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ