– ჩვენ ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნაც გვინახავს, რომელიც -ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა – ოპოზიცია ამ ანგარიშს ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს

ოპოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნას ვერანაირი სპეკულაციისთვის ვერ გამოიყენებს. წინასწარი დასკვნა მათ ძალიან ცუდად შეაფასეს და ახლა გაუხარდათ, მაშინ, როცა საბოლოო დასკვნა წინა დასკვნის ანალოგიურია და ოდნავ ვრცელი სახით არის წარმოდგენილი. იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არცერთი პუნქტი არ ეთმობა ოპოზიციის მიერ დასახელებულ ბრალდებებსა თუ საკითხებს.
„ის კითხვები და სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნა გახმოვანებული, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდრის დასკვნაში. რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ უარყოფს. ჩვენ ეუთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნებიც გვინახავს, შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო/ოდირის ძალიან მძიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ -ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიცია სპეკულირებდა, არანაირი 300 000 ათასი გაყალბებული ხმა, 300-ს გაყალბებულ ხმაზეც არ არის საუბარი. ემიგრანტებზე, უცხოეთში ს ჩატარებასთანაც კი შენიშვნები საერთოდ არ გახმოვანებულა.
პირველ შემთხვევაში შეაფასეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის თითქოს კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი იმას კი არ დაეძებენ, რა წერია დასკვნაში, არამედ როგორ გააპიარებენ, მაგრამ ეს სპეკულაცია არ გავა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ