მამუკა მდინარაძე – ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით უნდა ვუთხრათ, რომ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით

ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ს მიერ ოკუპირებული სთვის დაფინანსების შეწყვეტაზე.
„მოდით, ჩვენ, ასეთ თემებზე შეფასებებში ფრთხილები ვიყოთ და ვთქვათ, მხოლოდ ის, რომ საქართველო არის მოწოდებული – არსებობდეს უმყარესი გარანტია, რომ შერიგება არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ. ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს ყოველთვის ხაზგასმით და უმყარესი სახელმწიფოებრივ დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ და ამ გზას ქვეყანამ არასდროს უნდა გადაუხვიოს, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე, თუ გვიან ვეღარავინ ჩაერევა და ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?