– შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება – კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით

შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში 26 ოქტომბერს შედგა, რომლის შედეგების ვერაღიარება ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.
„დიახ, საქართველოში შედგა , რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობის და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?!“- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები არალეგიტიმურად არავის უღიარებია.
„დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა