მამუკა მდინარაძე – ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს საქართველო როგორც პაიკი – ჩვენ ამას არ ვთმობთ

მოლაპარაკებას მოლდოვას უხსნიან, დსთ-ს ქვეყანას, რომლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთში უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკებები უნდა გამართონ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. საქართველოს, რომელიც ბევრად წინ არის მოლდოვასთან შედარებით, მოლაპარაკებას არ უხსნიან და უხსნიან მოლდოვას, რომელიც დსთ-შია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის განცხადებით, ყველას სჭირდება, რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს საქართველო როგორც პაიკი.
„თუ მოლდოვას 1 წლით ადრე აძლევენ კანდიდატის სტატუსს, ჩვენს შემთხვევაში რა ხდება?! რაღაც ცუდი ხდება ამ ქვეყნისთვის. ეს რაღაც რა არის?! – ერთი ვერსიაა, რომ ომში შესვლა უნდათ ამ ქვეყნის. არ გჯერათ ამ ვერსიის?! მაშინ, მეორე ვერსია თქვენ დაასახელეთ ნებისმიერმა. ვერ დამისახელებთ მეორე რელევანტურ ვერსიას, სანქციების დაწესება უნდათ სთვის? სანქციების დაწესება ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას, ეს უნდათ, მაშინ რატომ?! ისევ იმიტომ, რომ არა ეს და არამედ ბარემ ომში შესვლა. აი, აქ მივდივართ ბოლოში, სხვა რელევანტური და საღ აზრთან მდგომი, ახლოს მყოფი ვერსია არ არსებობს ბუნებაში, უბრალოდ არ არსებობს. რატომ უნდა ხდებოდეს მაშინ ის, რომ ყველა კრიტერიუმით ხარ წინ, ყველა წარმატება ევროკავშირის გზაზე არის „ქართული ოცნების“ ანგარიშზე, მოლდოვას აძლევენ თავისუფლად, რომელიც არის დსთ-ს წევრი, რა რუსეთისკენ სვლა, გამოხტებიან ხოლმე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერები, მათი ქება არავის არაფერში არ ჭირდება, რაღაცებს ლაპარაკობენ, ეს თანხვედრები და რაღაც საოცრებები ხდება ჩვენს ირგვლივ და ჩვენი პატრონი ამ შემთხვევაში, ამ ქვეყნის არავინ არ არის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების გარდა ამაშია მთელი ამბავი. არავის არ აწყობს, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში აწყობილი და მშვიდი სიტუაცია რაში სჭირდებათ ახლა თქვენი სტაბილური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა, ყველას უნდა რომ თავის გლობალურ ინტერებში გამოადგე, რუსეთს და სხვებსაც. აი, ეს არის მთავარი, ყველას უნდა, რომ შენ იყო ბერკეტი, იარაღი და პაიკის როლი შეასრულო, ამას უნდა მივხვდეთ ადრე თუ გვიან. როგორც კი საქართველომ დაიწყო დამოუკიდებელი თამაში იმ წუთას მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა, მის მიმართ გამძაფრდა ისეთი განცხადებები და მოქმედებები რაც არ აწყობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მის ხალხს და რატომ ხდება ეს?! იმიტომ რომ, ყველას ჭირდება გლობალურ ბრძოლებში და ომი საქართველო გამოიყენოს, როგორც პაიკი და ჩვენ არ ვთმობთ ამას და ეს გარე ძალების აგენტურა მოწოდებულია, რომ ვის რა მოატყუოს. თუ მართლები არიან რაც ეწერა ჩვენს განცხადებებში ის დაწერონ ტიტრებად თავიანთ ტელევიზიებში და მერე აღშფოთდება თუ არა ხალხი, ხალხმა გადაწყვიტოს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.