მამუკა მდინარაძე – ყველას გილოცავთ, ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ – რაც შეეხება სააკაშვილს, ის საქართველოს მტერია

ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ , – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მდინარაძის თქმით, აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.
“ის ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო. ეს არის მარტივი ამბავი. ყველას გილოცავთ. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ. ქალი, რომელიც იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, ფორმალურად ამ სტატუსს ინარჩუნებს, ამბობს, რომ არც შარშან და არც წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, თქვენი მხრიდან, თუ თემის გადატანის მცდელობაა, ეგ ცუდი ამბავია, ჩემი აზრით. ამის მიუხედავად გილოცავთ ყველას, – განაცხადა მამუკამ მდინარაძემ.
კითხვაზე, ულოცავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძემ ასე უპასუხა:
“ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის საქართველოს მტერია, პირდაპირ გეუბნებით”, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურიელიძე – ახალი ზოოპარკი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, თუმცა 13 ივნისს საინფორმაციო ტური მოეწყობა – ასევე, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება: ჟირაფების, ანტილოპების, მარტორქების, ბეჰემოთების, აფრიკული კამეჩების

გიორგი სიორიძე – მალე, შეიძლება, „ფეისბუქი“ გაგვითიშონ – ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო ფაზაა, ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების, თუმცა ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს