მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და -სთან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და -სთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება.
როგორც მან ჟურნალისტებს აშშ-სთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მას გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში და დროს, გადატვირთვის პოლიტიკის ჩვეულებრივი პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში მით უმეტეს. ამ მოლოდინს მაძლევდა ომის დამთავრების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში, რადგან ომის დამთავრების პერსპექტივა, შანსი უფრო მეტია, იზრდება, შესაბამისად, ურთიერთობების გადატვირთვის შანსიც, ჩვენი აზრით, იზრდება. ეს ეხება ორივე მხარეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია