მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ პროექტზე – ვინც არ უნდა იყო, როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული

ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის იცით? როგორ შეიძლება გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც არ უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, , „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია -სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის – არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიციირებულია ბრიტანეთში – ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ