მამუკა მდინარაძე უცხოელ პარტნიორებს – „შემაშფოთებელია“, „დამაზიანებელია“, „ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის“ – ეს კრიტიკა არის ყალბი“ – ჩვენ ამის თქმა უნდა გავბედოთ, იმიტომ, რომ გვაიძულებენ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა

ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ! ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება – თუ ვიღაცას კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, არა, ასე არ იქნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, „შემაშფოთებელია”, “დამაზიანებელია”, “ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის” – ეს კრიტიკა არის ყალბი“.
„სამწუხაროდ, დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა ჩვენი მეგობრების მხრიდან. დიახ, გავუძლებთ და ჩვენს სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე. ოღონდ განსხვავება არის ერთი, შარშანდლისგან განსხვავებით ისინი „რუსულ კანონს“ აღარ უწოდებენ, თუ არ არიან სუბიექტური, ფიზიკური პირები, ეს არის უკვე შედეგი, ასე ვთქვათ. ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, მაგრამ კრიტიკა, რომ “შემაშფოთებელია”, “დამაზიანებელია”, “ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის”, ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ ამის თქმა უნდა გავბედოთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქ მნიშვნელობა აქვს გვაიძულონ, რომ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. თავად ევროკავშირში და ევროკავშირის ქვეყნებში არის ინიცირებული, მოქმედებს და განიხილება და ა.შ. დასავლეთში და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ ეს კანონი არ მიიღოთ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა. ისევე, როგორც კანდიდატის არ მიღება და არ მოცემა თავის დროზე, წარმოუდგენელი უსამართლობაა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ! ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ ვიღაცას კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო და არა, ასე არ იქნება. საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს მეგობრებს მოვუწოდებ, რომ ნუ, გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ძალიანაც ცუდ რაღაცაში ამხელს კონკრეტულ ადამიანებს, თუ პირთა ჯგუფებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ