მამუკა მდინარაძე – უფლებების დაცვის კონტექსტში უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, მაგრამ ამავე დროს, უნდა დავუპირისპირდეთ პოპულარიზაციას იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ეს უდიდესი გამოწვევები, რაც დაგვანახა ე.წ. თანამედროვე „ტრენდებმა“

რაღაც საკითხები დავამატეთ, მაგალითად ინცესტი. აქ, ხომ შეიძლება საერთოდ არ იყოს საუბარი იმაზე, რომ რა გამოწვევა დღეს არის, ისევე, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ 2017 წელს, რა გამოწვევა იყო, ქალისა და მამაკაცის კავშირი რატომ უნდა ჩაგვეწერა. დღეს აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით, წინასწარ მყარად დავაზღვიეთ და მყარი გარანტიები კონსტიტუციით ავიღეთ. ასეთ მყარ გარანტიებზე ვსაუბრობთ ახლაც, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები.
ამასთან, მდინარაძე განმარტავს, რომ როგორი არატრადიციული ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, მისი უფლებების დაცვას არ უნდა შეეხოს არაფერი, თუმცა პოპულარიზაციასთან დაპირისპირება უნდა მოხდეს.
„რაღაც საკითხები დავამატეთ, მაგალითად ინცესტი. აქ, ხომ შეიძლება საერთოდ არ იყოს საუბარი იმაზე, რომ რა გამოწვევა დღეს არის, ისევე, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ 2017 წელს, რა გამოწვევა იყო, ქალისა და მამაკაცის კავშირი რატომ უნდა ჩაგვეწერა. დღეს აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით, წინასწარ მყარად დავაზღვიეთ და მყარი გარანტიები კონსტიტუციით ავიღეთ. ასეთ მყარ გარანტიებზე ვსაუბრობთ ახლაც, როდესაც შეიძლება ვიღაცამ 10 და 15 წლის მერე სავსებით თავისუფლად თქვას, რომ ახლო ნათესავებს შორის კავშირს რატომ უკრძალავ, სიყვარული სიყვარულია, გეუბნებიან და ეს არის გამართლება, სიყვარულს ვინ დაუდგება წინ, მაგრამ გამართლება იმისა, რომ რაღაც ვთქვათ, არატრადიციული ფორმების პოპულარიზაცია უნდა მოახდინონ. არ უნდა დაგვავიწყდეს არცერთი ასეთი წინადადების თქმის დროს, ჩვენ არცერთ შემთხვევაში, არცერთი ადამიანის უფლებებს როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა ჰქონდეს, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს, რა ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს მათი უფლებების დაცვას არ უნდა შეეხოს არაფერი! პირიქით, უფლებების დაცვის კონტექსტში ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, მაგრამ ამავე დროს, უნდა დავუპირისპირდეთ პოპულარიზაციას იმიტომ, რომ თანამედროვე სამყაროში არის ეს უდიდესი გამოწვევები, რაც დაგვანახა ეგრეთ წოდებულმა თანამედროვე „ტრენდებმა“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ბრიფინგზე მაგალითად მოიყვანა ანიმაციური ფილმი, რომელიც მისივე თქმით, ერთ-ერთ ვებ-ზე გადიოდა. მისივე განმარტებით, ფილმი მთავრდებოდა შემდეგნაირად:
„პერსონაჟი რომელიც თავიდან ფილმში გმირი იყო, „შემდეგ მივიდა მეორე მამაკაცთან, არა როგორც მამაკაცები ერთმანეთს გადაეხვევიან ხოლმე, არამედ შეყვარებული წყვილისთვის დამახასიათებელი ფორმით ეამბორა მას და ტექსტი ედო, რომ სხვანაირად ბედნიერება წარმოუდგენელია და ეს გმირი, რომელიც საათნახევრის განმავლობაში ბავშვებს წარმოუჩინეს, როგორც გმირი, აღმოჩნდა არატრადიციული ცხოვრების წესის მატარებელი. და მოხდა პოპულარიზაცია, რომ ბედნიერება ამის გარეშე შეუძლებელია. კონტექსტი ეს იყო. ეს უკვე შეიცავს ლგბტ პროპაგანდის აშკარა ნიშნებს და მოუწოდებს ბავშვებს, რომ ბედნიერება სხვანაირად წარმოუდგენელია“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, აქ [ცვლილებების პროექტში] საუბარი არ არის რომელიმე არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანის უფლებაში ჩარევაზე.
„ეს ყველა ჯერზე მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და თავად ასეთი ცხოვრების წესის ადამიანებიც უნდა იყვნენ კმაყოფილი იმით, რომ ორივე მხრიდან, როგორც ფსევდო ლიბერალური რადიკალიზმის მხრიდან, ასევე ფსევდო კონსერვატიული რადიკალიზმის მხრიდან, მათ მიმართ რაიმე უფლებრივი შეზღუდვები არ იყოს გამოწვეული“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა