მამუკა მდინარაძე – უტოპიაა, აშშ-სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ

უტოპიაა, -სგან სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაზეც ბევრად უფრო მკაცრი კანონი თავად ამერიკელებს აქვთ – როგორც ჩანს, აღმოჩნდება ძალიან დიდი “შავი ფული”, რომლის გამოჩენაც არ უნდათ და ამაში დიდი და მძლავრი საერთაშორისო ლობისტური ქსელია ჩართული, – ეს განცხადება პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა მ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
მდინარაძის აზრით, “უდიდესი უთავმოყვარეობაა, როცა ეროვნებით ქართველი და ქართული საზოგადოების წარმომადგენელი სანქციებზე საუბრობს იმის გამო, რაც თავად აშშ-ში უფრო მკაცრად მოქმედებს“.
“საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც დასანქცირებისთვის იბრძვის იმის გამო, რაც აშშ-ში კიდევ უფრო მკაცრად მოქმედებს, ეს არის უთავმოყვარეო მოთხოვნა და უთავმოყვარეო სურვილი.
კანონპროექტს წელს სიტყვა “რუსული“ მოშორდა, ისე ძალიან გვაკრიტიკებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლობისტებს აქვთ რაღაც ძალიან დიდი დასამალი: – მაგალითად ის, თუ რატომ აფინანსებენ “ფრანკლინის კლუბს“, რამდენით და როგორ? რატომ აფინანსებენ “დროას“, რომელიც ასევე ს ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და აფინანსებენ რევოლუციური გეგმებისათვის; რატომ აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციებს “ლგბტ პროპაგანდისთვის“ და არა მათი უფლებებისთვის? – როგორც ჩანს, ეს არის დასამალი!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?