– ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ დაფინანსება, ჩაატარონ ტრენინგები და ასე სცადონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, თუმცა ეს გარანტირებულად წარუმატებელი იქნება

ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ დაფინანსება, ჩაატარონ ტრენინგები და ასე სცადონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, თუმცა ეს გარანტირებულად წარუმატებელი იქნება, იმიტომ რომ აქვე ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის სთვის ამზადებს“.
მისივე თქმით, აღნიშნული გადამზადების მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა, თუმცა მდინარაძის განცხადებითვე, ეს არ გამოუვათ.
„მიზანი ზუსტად იგივეა, საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლა, უბრალოდ, საქართველოში ამ მიზნით თანხების შემოდინების აკრძალვის შემდეგ, უფრო სწორად, ეს აკრძალვა არ იყო, ეს იყო ლუსტრაცია და ამით საკუთარ თავს აუკრძალეს ფულის შემოტანა საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენ აკრძალვა ხომ არ გაგვიკეთებია? ჩვენ მოვითხოვეთ კანონის შესაბამისად გამჭვირვალე ყოფილიყო ყველანაირი დაფინანსება. ამით თვითაკრძალვა გაიკეთეს, რომ მათ არ უნდათ გაიშიფრონ, რისთვის იხარჯება საქართველოში ფული და ურჩევნიათ, პირად ანგარიშებზე ურიცხონ, რაღაც მონაცემები არსებობს და ამას შემთხვევით არ ვამბობ. ურჩევნიათ, რომ სხვადასხვა გზებით შემოიტანონ თანხები, მაგრამ ეს არ არის იმ რაოდენობით, ათეულობით მილიონი დოლარი, მაგალითად, ახალგაზრდების რეკრუტირების მიმართულებით რომ იხარჯებოდა და ამიტომ, ურჩევნიათ, სხვა ქვეყნებში მიავლინონ ეს დაფინანსება, ტრენერები და ასე მოახდინონ მცდელობა საქართველოში ხელისუფლების მორიგი ცვლილებისა, რაც გარანტირებულად წარუმატებელი იქნება იმიტომ, რომ აქ ატრენინგებდნენ და იმით ვერაფერი ქნეს და ახლა სადღაც წაიყვანენ და წამოიყვანენ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ამით ქართველებს ნამდვილად შიში არ გაუჩნდებათ მათი ნების საწინააღმდეგო მოქმედებების დომინაციის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა