მამუკა მდინარაძე – უკვე აშკარაა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ კოლექტორი “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, უკვე დაინიცირდა კანონისპროექტიც, რომელიც ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება.
გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი