მამუკა მდინარაძე – უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მას ექნება თავის როლი “ნაცმოძრაობის” კლასტერში, ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში და ისინიც ტენდენციებს მიჰყვება

სალომე ზურაბიშვილს თავის როლი ექნება “ნაცმოძრაობის” კლასტერში – ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში, – ამის შესახებფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომელშიც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი “მესიჯებშიც” აირია.
“რამდენიმე დღის წინ მ რომ განაცხადა, დიდი შანსია ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნებამდე და მონაწილეობა მიიღოსო, რეაქციები ხომ გახსოვთ? – ვერ მოითმინა და რამდენიმე დღეში თავადაც დაადასტურა ის, რაც კობახიძემ თქვა და რისთვისაც გააკრიტიკეს.
როცა “ნაცმოძრაობის” ნავში გადაჯდები, შემდეგ გიწევს იმის თქმაც – “აი, თუ გადაუხვევს კურსიდან”… ეს “კურსიდან გადახვევა რუსულ ორბიტაზე”, მათი მოგონილი ნარატივი და პიარ სტრატეგიის მთავარი ღერძია, ამას მიჰყვება [ზურაბიშვილიც]…თან აირია „მესიჯებში“. აქამდე ხომ იძახდა, რომ კურსიდან გადახვეული გვქონდა, ახლა რომ ჰკითხონ, თუ გადახვეული აქვს “ქართულ ოცნებას”, დღესვე უნდა გადადგეს და ჩაერთოს პოლიტიკაში. ახლა ამბობს თუ გადაუხვევენო, ანუ ჯერჯერობით, მისი აზრით, მაინც ასე თუ ისე დასავლურ კურსს ვადგავართ და თუ გადავუხვიეთ… აი, ამ მოგონილ აბსურდში იხლართებიან.
პრაქტიკულად ამით უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მას ექნება თავის როლი “ნაცმოძრაობის” კლასტერში განაწილებულ სხვადასხვა რიგებს შორის – ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში და ისინიც ამ მოდის ტენდენციებს მიჰყვება, როგორც ჩანს”, – განაცადა მდინარაძემ და დასძინა: ფსევდო შუაშისტური მოძრაობა დაპოზიციონირდება, როგორც დასავლური ფლანგი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს გეგმები შუაში შემოერღვეთ ხელში”.

ასევე დაგაინტერესებთ