მამუკა მდინარაძე – ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, აქციის მონაწილეებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ – ეს არის დანაშაული

ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ – ეს დღეს არის დანაშაული, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული პირების მიზანია, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ.
„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ პროტესტანტებს აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ. ისინი ეუბნებიან, რომ მოდით, ეს მოვასწროთ მანამ, სანამ ეს დანაშაული არ არის. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია. იმიტომ, რომ ის [აღმაშენებლის ხეივანი] ცენტრალურ მაგისტრალში გადის და ეს ცენტრალური მაგისტრალი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, ეს დღეს არის დანაშაული. რადგან ეს იციან, მიზანი არის ის, რომ პროტესტის მონაწილეები გაწირონ, გადააკეტინონ (მათ ეუბნებიან, რომ ეს დანაშაული არ არის), მერე ეს ადამიანები პოლიციას დააჭერინონ და თქვან, რომ ისინი არიან რეჟიმის პატიმრები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 8 თებერვალს, 15:00 საათზე აქცია სახელწოდებით – „გადაკეტე აღმაშენებლის ხეივანია“ დაანონსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია