მამუკა მდინარაძე – „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? – ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს, გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ?

როგორც ჩანს არაფორმალური გავლენები იმდენად მძლავრია, მათ შორის -ში, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რომ ამ გავლენების შესაბამისად, კიდევ ერთხელ დაგვასანქცირეს, ოღონდ არ გვეუბნებიან ვინ და ვინ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 60-მდე ქართველის დასანქცირება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.
„ამ შემთხვევაში ფინანსური სანქციები დააწესეს რამდენიმე პირზე. ერთმანეთში არიეს, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციელები, პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა ერთი მხრივ, ინსტიტუტის შეურაცხყოფა მეორე მხრივ და მესამე მხრივ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანზე და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა და ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა, არაფორმალური გავლენებით. რა შეიცვალა იმის მერე, რაც თქვეს, რომ 30 ადამიანი დავასანქცირეთ? – ერთადერთი რამ შეიცვალა, მოახლოვდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავს და შეიძლება კიდევ უფრო მძაფრ სხვადასხვა რეაქციებს განცხადებების სახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ სანქცირებაზე საუბრისას აღნიშნა, „ასეთი სასაცილო გადაწყვეტილებები აზიანებს თავად სანქციის დამწესებელს“.
„ჩანტლაძის ცნობილი „სკეტჩის” არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაგვასანქცირონ? ადგნენ და თქვან დავასანქციერეთ ესა და ეს 60 ადამიანი. არ შეიძლება, რომ ამხელა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების ქმედებები სასაცილო იყოს. ძალიან უხერხულია. ეს ჩვენ ზიანს ვეღარ გვაყენებს. გაცვდა ეს მოქმედებები, ზიანს აყენებს აშშ-ის რეპუტაციას საქართველოში და ძალით რატომ აკეთებენ ამას? რას ეხვეწებიან აქედან ისეთს? – ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და იქნებ დაასანქციროთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა