სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია – ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.
მდინარაძის შეფასებით, „ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება და მათი „განნაცება“ იმის გამო, რომ ისინი გადანაცვლდებიან ერთმანეთში, ვერასდროს მოხდება“.
„აღიარება რაში სჭირდება გვარამიას? ჩვენ არ ვიცით გვარამიას აღიარების გარეშე სასამართლო, მედია დახურული რომ იყო, ადამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. სინამდვილეში საუბარია ორი კრიმინალის გაერთიანებაზე, კრიმინალია გვარამია, კრიმინალია მელია. ისინი არიან მძიმე ცოდვებით დამძიმებულები, მათ შორის თანაშემოქმედები იმ რეჟიმისა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ერქვა. მათ ახლა ჰგონიათ, რომ ისინი შეეცდებიან, „ნაცმოძრაობის“ იმ ელექტორატის გარეთ ე.წ. შუაშისტურ 20%-ში ხმებს კიდევ მოიპოვებენ. წარმოუდგენელია.
„ნაცი“ ყოველთვის „ნაცი“ იქნება და მათი „განნაცება“ იმის გამო, რომ ისინი გადანაცვლდებიან ერთმანეთში, ვერასდროს მოხდება, გამორიცხული ამბავია. ისინი არიან წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებული „ნაცები“ და ასეთებად დარჩებიან. ახლა, როგორც არ უნდა გაიშალონ, მერე შეიკრან და ერთმანეთში იბოდიალონ, ვერაფერს ვერ მოახერხებენ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და მოვლენებს სწორად აფასებს“, – განაცხადა მდინარაძემ.