მამუკა მდინარაძე – საშინელი სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა, ამას გამართლება ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობის ინიციატორი რამდენიმე ასეული დემონსტრანტია – ზიანდება ქართული სახელმწიფო

არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მან ამასთან, მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის პირად შემადგენლობას, თითოეულ პოლიციელს, რომლებიც მდინარაძის თქმით, დიდი მოთმინებით და პროფესიული საქმიანობის ზედმიწევნით სწორად, პატიოსნად შესრულებით ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას.
“მოცემულ შემთხვევაშიც – გუშინ, გუშინწინ, მძიმე სამუშაოს მიუხედავად, ცდილობენ მოითმინონ ყველა ის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მათ მიადგებათ ხოლმე დემონსტრანტების მხრიდან და თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ამის პარალელურად, მაინც ზედმიწევნით პირნათლად ასრულებენ.
ასევე, არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს. მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ძირს დაცემულ და წაქცეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე და ამ ინციდენტამდე 5 თუ 10 წუთით თუ ერთი საათით ადრე, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისთვის და ამას გამართლება ვერაფრით და ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, მაგრამ ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმე გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი იწყებენ ძალადობას ისე, რომ არც ცდილობენ შეფუთონ. მივიდნენ ადამიანები პირდაპირ ძალადობისთვის. სცენაც კი არ მოუწყვიათ, რომ სიტყვით მიემართათ ვინმესთვის, პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ. პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფეიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს. სამშენებლო მასალებს და ა.შ. და ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი. განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისგან, როდესაც, ასევე, დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენებთან გვქონდა საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე. ადამიანმა პრაქტიკულად დააზიანა მისი კოლეგების ინტერესი. რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 5 წუთით ადრე შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ასობით და ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება, ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ერთი მხრივ, ასეთ მოქმედებას გამართლება არ აქვს, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი და ამიტომ, ათასობით პოლიციელის იმიჯი ერთმა არასწორმა ქმედებამ ნამდვილად არ უნდა დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული ის. დავამატებ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ეს არის ხშირ და რიგ შემთხვევებში ძალიან მძიმე სანახავიც კი”, – განაცხადა მდინარაძემ.