– საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეს ეხება, აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
მამუკა მდინარაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, სადაც აღნიშნავს, რომ „აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს. ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ და დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე“.
„საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს!
ცვლილებები უმოკლეს ვადებში იქნება მიღებული –
აიკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და მას სახელმწიფო განახორციელებს.
პროგრამებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას გავიტანთ მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან.
ასევე აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა კერძო კომპანიების მიერ.
დაწესდება მკაცრი კონტროლი ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტის გამოწერაზე.
ამ და მსგავს ინიციატივებს საზოგადოების მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თაობების გადარჩენისთვის და ამაზე არავინ იზრუნებს ჩვენს გარდა, ეს მხოლოდ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედის!..“-წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია