სალომე ზურაბიშვილს თავის როლი ექნება “ნაცმოძრაობის” კლასტერში – ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი “მესიჯებშიც” აირია.
“რამდენიმე დღის წინ კობახიძემ რომ განაცხადა, დიდი შანსია ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნებამდე და მონაწილეობა მიიღოსო, რეაქციები ხომ გახსოვთ? – ვერ მოითმინა და რამდენიმე დღეში თავადაც დაადასტურა ის, რაც კობახიძემ თქვა და რისთვისაც გააკრიტიკეს. როცა “ნაცმოძრაობის” ნავში გადაჯდები, შემდეგ გიწევს იმის თქმაც, რომ აი, “თუ გადაუხვევს კურსიდან” და ეს კურსიდან გადახვევა რუსულ ორბიტაზე მათი მოგონილი ნარატივი და პიარ სტრატეგიის მთავარი ღერძია, ამას მიჰყვება [ზურაბიშვილიც]. თან აირია „მესიჯებში“, აქამდე ხომ იძახდა, რომ კურსიდან გადახვეული გვქონდა, ახლა რომ ჰკითხონ, თუ გადახვეული აქვს “ქართულ ოცნებას,” დღესვე უნდა გადადგეს და ჩაერთოს პოლიტიკაში და ახლა ამბობს თუ გადაუხვევენო, ანუ ჯერ -ჯერობით, მისი აზრით მაინც ასე თუ ისე დასავლურ კურსს ვადგავართ და თუ გადავუხვიეთ… აი ამ მოგონილ აბსურდში იხლართებიან. პრაქტიკულად ამით უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და მას ექნება თავის როლი “ნაცმოძრაობის” კლასტერში განაწილებულ სხვადასხვა რიგებს შორის – ფსევდო შუაშისტური როლია მოდაში და ისინიც ამ მოდის ტენდენციებს მიჰყვება როგორც ჩანს. ის ამ ტრენდში ზის – „რუსული ხელისუფლება“ და ისინი დასავლელები, მაგრამ არა “ნაცები.” “ნაცები” ხომ გამოკვეთილი დასავლელები არიან, ესეც ირონიულად, უკაცრავად, მაგრამ ფსევდო შუაშისტური მოძრაობა დაპოზიციონირდება როგორც დასავლური ფლანგი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს გეგმები შუაში შემოერღვეთ ხელში”, – განაცხადა მდინარაძემ.
