მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება – ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი

სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, ს გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ს შემდგომ პერიოდზე და ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა.
„უნიკალური ვიდეო!
სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება:
1.საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს).
2.ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი.
3.“გამოკვლევებული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ- ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია).
4.სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით.
5.ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა.
მადლობა ქალბატონო სალომე ასეთი ლაკონური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით…“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ