მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, იცით რა ქნა? – როგორც ჩანს, სათადარიგო შტანდარტი – პრეზიდენტის დროშა დაამზადებინა, დაიდგა უკან და იძახის პრეზიდენტი ვარო – მოვიკითხეთ და სასახლიდან არ წაუღია, დატოვებულია

სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უხერხულია ს კომენტარების შეფასება და თანაუგრძნობს ემოციური მდგომარეობის გამო.
„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო. როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება