მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილის ე.წ. მორალური დელეგიტიმაცია რომ არ მოგვეხდინა ჩვენ, ათასჯერ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტს გასასამართლებელი პირი უწოდა

სალომე ზურაბიშვილის ე.წ. მორალური დელეგიტიმაცია რომ არ მოგვეხდინა ჩვენ, ათასჯერ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტს გასასამართლებელი პირი უწოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესით დაზღვეულია ყველა განცხადება, რომელიც კი შეიძლება პრეზიდენტმა გააკეთოს თუნდაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.
„სახელმწიფოს მიუნხენის კონფერენციაზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები – რომელიც მიიღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას. პრემიერის პირველივე განცხადებაში მკაფიოდ იყო ეს ამბავი გადაწყვეტილი პოლიტიკური გზავნილის და სიმბოლიზმის დონეზეც, რომ მიუნხენის კონფერენციასა და სხვა კონფერენციებზე არა, არამედ პირველი ის წავა ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში და ეს იყო პოლიტიკური გზავნილი, მათ შორის სხვა პოლიტიკურ გზავნილებთან ერთად. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე სპეკულაციები მოვისმინეთ. მაგრამ რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი ე.წ. მორალური დელეგიტიმაცია რომ არ მოგვეხდინა ჩვენ, ათასჯერ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტს გასასამართლებელი პირი უწოდა – ბოდიშების მოხდა რომ მოგვიწია მაინც, მიუხედავად ამისა. ამდენად, ჩვენი გზავნილით იმპიჩმენტთან დაკავშირებით დავაზღვიეთ ეს ყველაფერი, რაც არ უნდა სიგიჟე თქვას ახლა მიუნხენის კონფერენციაზე, მათ შორის, თქვას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს როგორც ამას ორი წლის განმავლობაში აკეთებდა. არ ვიცი, იქ რას იტყვის, ორი წლის განმავლობაში ამბობდა და ახლა რა შეუშლის ხელს?! შეიძლება, იმან შეუშალოს ხელი, რომ ძლივს ვათქმევინეთ პარლამენტში, რომ იმსახურებდა საქართველო კანდიდატის სტატუსსო“,- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციის უსაფრთხოების ანგარიშში ს „პრორუს ოლიგარქად“ მოხსენიებას, მდინარაძის განცხადებით, როცა კი მსგავსი ჩანაწერები ჩნდება, კვალი „ნაციონალური მოძრაობის“ გარემოცვასთან მოდის.
„რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ დოკუმენტში როგორ მოიხსენიეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველთვის და ახლაც გამოჩნდა ეს კუდი – როდესაც მსგავსი მავნებლობა საქართველოსთვის და არა რომელიმე კონკრეტული პერსონისთვის ჩანაწერი გაჩნდება ხოლმე, ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია ის ადამიანი და მისი დასკვნის თუ შემოქმედების საფუძველზე გაჩნდა ეს ჩანაწერი”,- განაცხადა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ