მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ისიც წერია, რომ მთავარსარდალია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? – არა. ეს ფორმალური, ცერემონიული უფლებამოსილებებია და მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: ისიც წერია, რომ მთავარსარდალია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? – არა. ეს ფორმალური, ცერემონიული უფლებამოსილებებია და მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის
თუ არ აქვს ამის უფლებამოსილება, იძახოს რამდენიც უნდა. პრემიერის დანიშვნას ხომ აწერს ხელს, ადგეს და გვარამიას დანიშვნას მოაწეროს ხელი, გვარამიააო პრემიერი თქვას და ითამაშონ მერე სახლობანა, ან მთავრობანა, შეიკეტონ და ჩაატარონ პარლამენტის სხდომები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მდინარაძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი .
„მე მთელი სერიოზულობით შემიძლია ავხსნა, რომ არის სამი საფუძველი, რომლის შემთხვევაში ხდება ახალი არჩევნების დანიშვნა და არცერთი შემთხვევა სახეზე არ არის – არ გაუბათილებია ს, არ უთქვამს სასამართლოს, რომ ბათილია, არ გასულა ვადა და ა.შ. შეიძლება ვილაპარაკოთ ამის საფუძვლებზე და ავუხსნათ მოსახლეობას, მაგრამ იურისტებიც ხომ გვისმენენ, შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ რადგან ასე სერიოზულად ლაპარაკობს მდინარაძე, იურისტი, ესე იგი რაღაც ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. პრემიერი დანიშნოს მაშინ, თუ ამ ყველაფერს საფუძველი არ სჭირდება, გააკეთოს ყველაფერი. მთავარსარდალიც წერია, შეუძლია ჯარი გამოიყვანოს? არ შეუძლია. ეს არის ფორმალური ცერემონიული უფლებამოსილებები, რომელსაც ცივილიზებულ საპარლამენტო ქვეყნებში ასე სცნობენ და ახლა მათ თუ უნდათ ახალი პრეცედენტი შექმნან, ითამაშონ თავისთვის. შეუძლებელია ამგვარი ინტერპრეტაცია, ეს იქნება სიგიჟე, რომელიც დაკვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება და თუ მრავალწლიანი პატიმრობისთვის მზად არის და მიდის ამაზე, მისი ნებაა, ჩვენ ხომ არ დავუშლით. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩაიდინოთ დანაშაული, გაძარცვოთ ადამიანი, მაგრამ წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ ძარცვისთვის არის პასუხისმგებლობა და აღმოჩნდებით გისოსებს მიღმა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიშა მეუბნება, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლა არ გამოვა, თქვი, რომ სარდაფში ჩამიყვანეს, მაგინებდნენ, შემოიტანეს ვიდეოკამერა, “დუბინკა” და მეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო – სტუდენტი ვარ 19 თუ 20 წლის, გავგიჟდი კინაღამ, ასეთი რამ როგორ მოგაფიქრდა ან როგორ მაკადრეთ, ნამუსი არ გაქვთ-მეთქი?

ზურაბ აბაშიძე “ნაცმოძრაობის” რეჟიმზე: ჩვენ რომ დილით გავდიოდით სახლიდან არ ვიყავით დარწმუნებული, რომ საღამოს დავბრუნდებოდით ოჯახებში – დაუცველობის შეგრძნება იყო, დახვედრები, ადამიანების გატაცება და შემდეგ მათთან სასტიკი ფიზიკური გასწორება

სოზარ სუბარი 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: მიტინგებზე იმდენად ხშირი იყო ადამიანების ცემა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ გამოდიოდნენ სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, ამის მიუხედავად, უსასტიკესად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვახუშტი მენაბდეს