მამუკა მდინარაძე – როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარია მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?! – ნუ ჰყვებით სულელურ არგუმენტებს!

როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?! – ნუ ჰყვებით სულელურ არგუმენტებს! – ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძის მტკიცებით, შეუძლებელია სთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაბლოკვა მოხდეს და ამაზე საუბარი ოპოზიციის ნარატივია.
„როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტია, ნეგატიური გავლენა იქონიოს?! ჩვენ უნგრელებს მოვუწოდებთ, რომ კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ასე გვიჭერთ მხარს, მაგრამ არც ს შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ უამრავი რამ იკადრეს, ჩვენ მათ ასე არ ვექცევით. პირიქით, იგივეს არასდროს ვიკადრებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროინტეგრაციის ნებისმიერ ნაბიჯს. ჩვენი დელეგაციაც თავისი ურთიერთობების ფარგლებში ამას აკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის პრემიერ მინისტრი დეკემბრის სამიტიდან უკრაინის EU-ში გაწევრების საკითხის მოხსნას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი