მამუკა მდინარაძე – როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ – მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ

როგორც კი რუსთაველზე ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რაღაცით ამის პიარული კომპენსირება უნდა მოეხდინათ – მარშებს იმისთვის აორგანიზებენ, რომ ხალხის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსირონ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მარშების ორგანიზატორების უკან პოლიტიკური პარტიები დგას.
„დაიწყეს პროფესიებზე აპელირება. მათი მომხრე შეიძლება იყოს ექიმიც, ადვოკატიც – პოლიტიკურ პარტიას ნებისმიერ პროფესიაში ჰყავს მომხრე. აქაც კი, პირობითად ექიმები რომ დააყენეს, ამ ექიმს თუ ადვოკატს უკან ვინ მოსდევს, ამას არავინ კითხულობს. აგერ მეზობლების მარშიო, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილების მარშიც არის – სასიცილოდ აიგდეს ეს ამბავი.
ყველა მათთან დაკავშირებულია პირია, ვინც ასეთ მარშებს აორგანიზებს იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობის სიმცირე პროფესიების რაოდენობით დააკომპენსიროს. მათი წარმოდგენის მქონე ადამიანს კი ნებისმიერ პროფესიაში მოძებნი“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას