მამუკა მდინარაძე – რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება სიახლეებიც

საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტამდე საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლისთვის, ამას სჭირდება ბიუჯეტის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, წინა მოწვევის საპარლამენტო პირები თანამდებობებს შეინარჩუნებენ და ძირეული გადანაცვლებები არ იგეგმება.
„გავიარეთ, პრაქტიკულად, ის საკითხები, რომლებიც გუშინ გახლდათ პოლიტიკური საბჭოს დღის წესრიგი, მათ შორის, პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ეს შეიძლება, ვიღაცას ფორმალობად მოეჩვენოს, მაგრამ სჭირდებოდა ამას გავლა, საორგანიზაციო სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, უმრავლესობის სხდომაზე და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მოადგილეების საკითხებზე, მათ შორის, საპრეზიდენტო ს დანიშვნაზე და წლის ბოლომდე, საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტამდე საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს შემდეგი წლისთვის, ამას სჭირდება ბიუჯეტის ნამატი, რაც დაგეგმილია საქართველოს მთავრობის კანდიდატების მიერ, რომელსაც უხელმძღვანელებს ირაკლი . ამასთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში ვართ, რომ დეტალურად მიდის მუშაობა და მსჯელობა საბიუჯეტო მიმართულებით, რათა გაისად ჩვენი დაპირებების მაქსიმუმი შევასრულოთ იმისათვის, რომ კეთილდღეობის კომპონენტშიც მართლები ვიყოთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ბოლო დროს, მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურმა საკითხებმა საკმაოდ წინ წამოიწია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ყოფა, მატერიალური კეთილდღეობა, ოჯახებში დოვლათის შექმნა, ეკონომიკური წინსვლა, რომელიც ამ პოლიტიკური სპეკულაციების პარალელურად მიმდინარეობს, მაგრამ, ჩვენ ამავდროულად შევძელით, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაგვედო “ქართული ოცნების” ხელისუფლების ანგარიშზე და ეს წარმატებაც მართალს გაგვხდის ჩვენი ამომრჩევლისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე.
ვისაუბრეთ ბევრ საორგანიზაციო დეტალზე. ორშაბათს დილით მოგვიწევს, რომ დავასახელოთ კომიტეტის ხელმძღვანელები, საპარლამენტო ლიდერები, ვიცე-სპიკერები და ა.შ. რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი ძველ საპარლამენტო თანამდებობის პირებთან, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტში მოქმედი წევრები, არ გვექნება, ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, ან გვექნება გადანაცვლებები, მაგრამ, გვექნება გარკვეული სიახლეებიც, რა თქმა უნდა”, – აღნიშნა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ს შესაძლო ვიცე-პრემიერობას, მდინარაძემ უპასუხა, რომ ის მშვენიერი კანდიდატია, თუმცა, უფრო დეტალურად საზოგადოება ორშაბათს გაიგებს ყველაფერს.
“თეა წულუკიანი მშვენიერი კანდიდატურაა იმისთვის, რომ ვიცე-სპიკერის ადგილი დაიკავოს, მაგრამ ამ დეტალებზე ორშაბათს მოგახსენებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.