ჟურნალისტს – ს შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით

უკრაინას შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, გვამუნათებდით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტს.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სწორად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტი, რაც „ამ ქვეყნის გადარჩენას მოემსახურებოდა“.
ს შეეძლო თავიდან აეცილებინა ომი და ჩვენ რომ ამას ვამბობდით, ამაზე თქვენ გვამუნათებდით, იმიტომ, რომ ომის კამპანიაში იყავით ჩართულები და საკუთარ და სხვის შვილებს ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებდით. დღესაც ასე აკეთებთ. დღეს თქვენი თითოეული ფრაზა, რომელიც ამ უბინძურესი და მდაბიო კამპანიის ნაწილია, ემსახურება საქართველოში ბავშვების და დიდების დახოცვას. საბოლოო მიზანი ეს არის. პერსონალურად თქვენ ეს შეიძლება ძალიან არ გინდოდეთ, მაგრამ ამის გაუთვითცნობიერებულობაც კი უდიდესი დანაშაულია, ჩემი აზრით“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს უნდა დაეწყო ომი.
„ვფიქრობ, რომ მაქვს ძალა, დავასრულო ეს ომი. დღეს გავიგონე: „აჰ, ჩვენ არ მიგვიწვიეს“. კარგი, სამი წელია იქ ხართ. სამი წლის განმავლობაში უნდა დაგესრულებინათ. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ის. შეგეძლოთ გარიგება დაგედოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ