მამუკა მდინარაძე პრემიერის ინიციატივის გაკრიტიკებაზე – კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო, მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ „გარესამთავრობო“ ორგანიზაციები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნაზე გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
მდინარაძე ირონიულად წერს, რომ თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, „გარესამთავრობო“ ორგანიზაცია უნდა ერქვას.
„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!
· S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად,
NED – აფინანსებს -ს მთავრობა;
GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა;
USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა;
UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
EED – აფინანსებს ევროკავშირი;
NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი;
IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…
„ნაცურ-აგენტურული“ ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა! – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს – საქართველოსთვის მთელი დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ, თუ ეს მოხდება

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს