ვიმედოვნებ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-სა და ევროპაში „დიფ სთეითის“ ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ თავის ამბიციურ მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ. პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ის მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს აშშ-სა და ევროპაში დიფ სთეითის ძალაუფლების ჩამოშლის შესახებ. მსოფლიოს გაბედული ლიდერობა სჭირდება და ამის განხორციელების დროა“, – წერს მამუკა მდინარაძე X-ზეც.
ამასთან, მდინარაძემ გამოაქვეყნა „პოსტი“ „ფეისბუქზეც“, სადაც წერს“
„რაზეც ბოლო სამი წელი გვეუბნებოდნენ, ეგ თქვენი მოგონილი და ჰაერიდან მოტანილი თემებიაო, ყველაფერზე ილაპარაკა ტრამპმა. მათ შორის, მშვიდობაზე, სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, მხოლოდ ორი სქესი რომ არსებობს, ჩვენს მიერ “მოგონილ” ამ თემებზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა“, – წერს მდინარაძე.