– პრეზიდენტის არჩევნების თარიღს პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ დღეებში განვსაზღვრავთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, როგორც მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იქნება თუ არა მომავალ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება, ამაზე თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისაუბრებს.
„პრეზიდენტობის კანდიდატზე დღეს საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არცერთი სიტყვა. ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები უამრავი არსებობს, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ, ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრების კანდიდატებს და იმას იქნება თუ არა ცვლილება, მოდით, ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც ეს კანონითაა გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არცერთ სხვა ადამიანს გარდა ერთისა, ირაკლი კობახიძისა, არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ.
„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს