მამუკა მდინარაძე – პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ – არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა! არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში!

როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ – ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძის განმარტებით, მათ თუნდაც მცირედით კანონის ჩარჩოებიდან გადახვევა საერთოდ არაფერში სჭირდებათ.
„როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ „ფეიკ“ თემად უნდათ რომ აქციონ.
ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…)
ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ აქტივს:
საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.
რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად:
რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე! ამ ს შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს!
თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მიცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში!
ხვალ კი, საღამოს შვიდზე, გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა. როგორც წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო დავალებებს მოქალაქეები არ ასრულებენ და მათი ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდება.
„დღეს მინდა საზოგადოებას მივაწოდო კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ეხება ზუგდიდში შსს-ის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტს. ზუგდიდი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე განყოფილება არის. ისინი სანქცირებული არიან “ხარებას“ ხელმძღვანელობის ქვეშ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა, კერძოდ, მათი უფროსი, პოლიკარპე ჯღამაძე მათგან ითხოვდა ოჯახის წევრების სიას, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ხმას არ აძლევდნენ“, – განაცხადა წითლიძემ.